თეგი: ნიკა სიმონიშვილი

რა საკითხები განიხილა არასამთავრობო სექტორმა დერეკ შოლესთან

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა Europetime-თან განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველ დერეკ შოლესთან შეხვედრისას არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეებსა და სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე გაამახვილეს ყურადღება. დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდება „ვისაუბრეთ პოლიტიკურად მოტივირებულ მართლმსაჯულების საქმეებზე. ერთ-ერთ ბოლო მაგალითად მოვიყვანეთ ნიკა გვარამიას საქმე. ასევე, ზოგადად ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორაა შესაძლებელი პოლიტიკურად მოტივირებულ და ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვან საქმეებში სასამართლო ხელისუფლებისა და მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება. ასევე გვქონდა საუბარი 5 ივლისის გამოუძიებელ საქმეებზე და იმაზე, თუ როგორ არ დგამს ხელისუფლება ნაბიჯებს ამ საქმის გამოსაძიებლად“, - განაცხადა სიმონიშვილმა. საიას თავმჯდომარემ განაცხადა, რომ დერეკ შოლემ გამოხატა განსაკუთრებული ინტერესი და დაისვა შეკითხვები, თუ როგორ იმართება სასამართლო ხელისუფლება, რაზეც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. ნიკა სიმონიშვილის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს და ამ თვალსაზრისით საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მხარდაჭერას. „რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ ამ პროცესში დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების აუცილებლობაზე და შარლ მიშელის დოკუმენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში დაბრუნებაზე. რაც მთავარია, ხაზი გაუსვით სასამართლოში რეფორმების აუცილებლობის საკითხს. მათი ინტერესიც მიემართებოდა იმისკენ, თუ რა კუთხითაა სასამართლოსთან მიმართებით ნაბიჯები გადასადგმელი და რა რეფორმებია საჭირო. ასევე, რა არის საჭირო იმისთვის, რომ ძალაუფლების დეკონცენტრაცია და ერთი ხელიდან გათავისუფლება მოხდეს, ასევე, როგორ უნდა გადანაწილდეს ძალაუფლება. ასევე ვისაუბრეთ, თუ როგორ იმართება რეალურად სასამართლო ხელისუფლება და რას გულისხმობს ამ სისტემაში კლანის არსებობა“, - აღნიშნა სვიმონიშვილმა. აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან. „სახელმწიფო მდივნის მრჩეველი შეხვედრებისას განიხილავს ორმხრივი თანამშრომლობის გზებს საქართველოს დასახმარებლად, შექმნას ძლიერი, უსაფრთხო და წარმატებული დემოკრატია“, - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე საქართველოს ეწვევა

ნიკა სიმონიშვილი: პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, დოლიგარქიზადიამდე არ მიგვიყვანს

პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ, - ამის შესახებ საია-ს ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის რეკომენდაციებთან დაკავშირებით საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა “დეოლიგარქიზაციაზე პირდაპირ ვიტყვი, რომ ის პროცესი, რასაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ მიგვიყვანს დოლიგარქიზადიამდე. დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის მიღება იმ პირობებში, როცა ჩვენ არ გვაქვს დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დამოუკიდებელი ინსტიტუციები, ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს, ვიდრე აქამდე გვქონდა, ეს პირდაპირ იქნება მიმართული პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და არა ოლიგარქიზაციის დასრულებისკენ. დეოლიგარქიზაციისთვის არ არის მაინც და მაინც საჭირო კანონის მიღება, საჭიროა ძლიერი ინსტიტუციები, ამისთვის კი რეფორმებია საჭირო. ხელისუფლებას შინაარსობრივ საკითხებზე როგორც თქვეს, ჩამოყალიბებული ხედვა არ აქვს, თუმცა, გარკვეულ საკითხებზე, პირდაპირ აფიქსირებენ პოზიციას, რომ არ აპირებენ ნაბიჯების გადადგმას. ეს შეეხება ბარიერის დაწევას და სასამართლო სისტემაზეც პოზიციები მოვისმინეთ ისეთი, რომ ხელისუფლებას შეიძლება არ ჰქონდეს კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის პოლიტიკური ნება, გამიჭირდება თქმა, რომ ხელისუფლებას აქვს ნება, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც მნიშვნელოვან რეფორმებს მოიცავს, პოლიტიკური ნება გააჩნიათ", - განაცხადა სიმონიშვილმა. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“. 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით. ევროკავშირის საბჭომ 23 ივნისს აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება.  

ნიკა სიმონიშვილი: ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ

ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებიათ, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. ირაკლი კობახიძე: ევროპარლამენტარებს რეალურ ვითარებას გავაცნობთ, ბიძინა ივანიშვილს ოლიგარქის ცნება არ მიესადაგება ,,დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ევროპარლამენტი მოელის ხელისუფლების მხრიდან რეალურ, ფუნდამენტურ რეფორმებს და არა ისეთს, როგორიც მანამდე შემოუთავაზებია. მეორე მხრივ, ევროპარლამენტარები მოელიან, რომ ამაში მონაწილეობას მიიღებს როგორც ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო სექტორი. აუცილებელია ფუნდამენტური რეფორმების გატარება, რომ შემცირდეს პოლარიზება და სახელმწიფო ინსტიტუციებმა იმუშაონ გამართულად. დეოლიგარქიზაცისთან დაკავშირებით, ივანიშვილის ფაქტორზე ყველაზე ნაკლებად იყო საჭირო, რომ ჩვენ გვესაუბრა, ისინი ამაზე საკმაოდ კარგად არიან ინფორმირებულები”, - აღნიშნა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, ევროპარლამენტის დელეგაცია თბილისში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. შეგახსენებთ, 17 ივნისს, გასაჯაროვდა ევროკომისიის დასკვნა, რომელშიც საქართველოსთან დაკავშირებით, დეოლიგარქიზაციაზეც არის შესაბამისი ჩანაწერი. კერძოდ, აღნიშნულია, რომ საქართველომ უნდა უზრუნველყოს „დეოლიგარქიზაციის" ვალდებულების შესრულება დაინტერესებული წრეების გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის გზით, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საჯარო ცხოვრებაში“.  

ნიკა სიმონიშვილი: 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, ამიტომ სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ

საიამ ადამიანის ევროპულ სასამართლოში 2021 წლის 5 ივლისის მოვლენების დროს დაზარალებული 16 მედია წარმომადგენლის (ჟურნალისტები, ოპერატორები, ფოტოგრაფი) სახელით საჩივარი გააგზავნა - სტრასბურგის სასამართლოს მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ 5 ივლისის საქმეებზე გამოძიება არაეფექტურია, - ამის შესახებ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ხელმძღვანელმა, ნიკა სიმონიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. საია 5 ივლისს დაზარალებული რეპორტიორების სახელით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს „მივმართეთ იქიდან გამომდინარე, რომ ამ დრომდე ჩვენ ვხედავთ, რომ გამოძიება 5 ივლისის საქმეებზე არის არაეფექტური. არაეფექტური არის უშუალოდ ძალადობის ნაწილში. ერთ-ერთი ყველაზე საგანგაშო არის ის, რომ არც ერთი ორგანიზატორი ამ დრომდე არ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში მაშინ, როდესაც არაერთი საჯარო და ღია მტკიცებულება არსებობს მათი მხრიდან შესაბამისი დანაშაულების ჩადენის. პროკურატურა უბრალოდ არაფერს აკეთებს," - განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს, მათგან ერთი იურიდიული პირია.  

ოლიგარქიული მმართველობა დაკავშირებულია ივანიშვილთან, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს - სიმონიშვილი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რასაც ხელისუფლება დეოლიგარქიზაციის კანონის მიღებით აკეთებს, იმ ბოროტების კიდევ უფრო მეტად გაღვივებაა, რაც ამ ქვეყანაში ხდება. “დეოლიგარქიზაციის კანონთან დაკავშირებით ერთი საკითხია ყველაზე საინტერესო და ყურადსაღები, რომ ჯერ კიდევ გასულ კვირას ევროკომისარმა საქართველოში ვიზიტის დროს პირდაპირ გააჟღერა, რომ საქართველოს უნდა გადაეგზავნა ეს კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის და მათგან შესაბამისი დასკვნის მიღების შემდეგ უნდა მომხდარიყო განხილვის გაგრძელება, თუმცა ფაქტობრივად, ევროკომისრის სიტყვები არაფრად ჩააგდო "ქართულმა ოცნებამ" და მეორე მოსმენით მიიღეს, რაც იმას ნიშნავს, რომ რაიმე ცვლილების შეტანა შეუძლებელია. ოლიგარქიულ მმართველობასთან პრობლემა კონკრეტულად ერთ ადამიანს არ უკავშირდება. ეს არის სისტემური პრობლემა და სისტემურ დონეზე აღმოსაფხვრელი პრობლემა. დღეის მდგომარეობით ოლიგარქიული მმართველობა სწორედაც მთლიანად დაკავშირებულია ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც ყველაფერს აკონტროლებს ამ ქვეყანაში, თუმცა ეს კანონი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ასევე, ივანიშვილის წინააღმდეგ, თუ ამის პოლიტიკური ნება იქნება, მაგრამ ამის პოლიტიკური ნება ხელისუფლებას არ ექნება, რადგან შეუძლებელია ვის ნებასაც ხელისუფლება აღასრულებს მის წინააღმდეგ გადაწყვეტილებები მიიღოს. ეს კანონი იძლევა პოლიტიკური ოპონენტების ანგარიშსწორების შესაძლებლობას, თუმცა დეოლიგარქიზაცია გულისხმობს არამხოლოდ ერთ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებით გადაწყვეტილების მიღებას, არამედ სისტემური ცვლილებების მთელ ჯაჭვს, რომელიც ჩვენ უბრალოდ აღარ მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომ ივანიშვილი, თუ სხვა, ამ ოლიგარქიულ ჯაჭვში რამენაირად მოთავსდეს", - განაცხადა სიმონიშვილმა. ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა.  ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა. 23 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. უკრაინას და მოლდოვას კი, კანდიდატის სტატუსი მიენიჭათ.